ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმა განხორციელდა


ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმა განხორციელდა
ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმა განხორციელდა

დღეს აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტ ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმა განხორციელდა. ლიდერი არ დაშავებულა, თუმცა ოფიციალური პირების განცხადებით მისი ორი დაცვის წევრი გარდაიცვალა და ერთი დაიჭრა.

„აფსნი-პრესის“ ცნობით ასაფეთქებელი მოწყობილობა გუდაუთა-სოხუმის გზაზე დილის 8 საათსა და 25 წუთზე ამოქმედდა. შემდეგ მანქანას და მის ესკორტს ცეცხლი ყუმბარმტყორცნიდან და ტყვიამფრქვევიდან გაუხსნეს.

ექსპერტები თბილისში ვარაუდობენ, რომ დღევანდელი თავდასხმა დანარჩენების მსგავსად შესაძლოა ბატონ ანქვაბის მიერ დამნაშავეობასთან ბრძოლის შესახებ გაკეთებულ უახლეს განცხადებას მოჰყვა. რამდენიმე დღის წინ აფხაზეთის ლიდერმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები დანაშაულის დაფარვაში და სტატისტიკური მონაცემების გაყალბებაში დაადანაშაულა.

სეპარატისტული აფხაზეთის ხელისუფლების ოფიციალურმა წარმომად-გენელმა კრისტიან ბჟანიამ განაცხადა, რომ სოხუმი თავდასხმაში ამ ეტაპზე ქართულ კვალს ვერ ხედავს. მოსკოვი კი ფაქტს აფხაზეთში 10 მარტს დანიშნულ არჩევნებში დესტაბილიზაციის მცდელობად აფასებს.

XS
SM
MD
LG