ზოგი დამკვირვებელი 2005 წლის, ეგრეთწოდებული ტიტების რევოლუციასა და დღევანდელ მოვლენებს შორის პარალელს ავლებს. ამ ორ მოვლენას შორის ზოგი მსგავსება აღინიშნება, მაგრამ განსხვავებები უფროა თვალში საცემი. მოდით თავიდან ყურადრებას ჯერ მსგვასებებზე გავამახვილებ. ახლაც ისევე, როგორც წინათ ხალხი ეკონომიკური სიძნელეებით და რეჟიმის სულ უფრო მზარდი ავტორიტარულობითაა უკამყოფილო. განსხვავება კი ისაა, რომ 2005 წლის მოვლენებისგან განსხვავებით ამჟამინდელი გამოსვლები ქაოტურად მიმდინარეობს. ტიტების რევოლუციის დროს დემონსტრაციებს სათავეში ოპოზიციის ლიდერები ედგნენ. ახლა კი სვლები სპონტანურად მიმდინარეობს. ქუჩებში ბრბოები დაძრწიან. ჩემის აზრით მთავარი განსხვავება ისაა, რომ ახლა გამოსვლებს ვერც მთავრობა და ვერც ოპოზიცია ვერ მართავს. სიტუაცია ძალზე სახიფათოა და მას შეიძლება საკმაოდ მძიმე შედეგები მოყვეს. გამორიცხული არ არის, რომ სიტუაცია ანარქიაში გადაიზარდოს“. გვითხრა ბატონმა ხამიდოვმა.
თქვენის აზრით მოვლენები ძალზე სპორადულად ვითარდება? ასეთი იყო ჩვენი შემდეგი კითხვა.
„ეჭვიც არ არის, რომ ნამდვილად ასეა. 2005 წელს ძალზე ცოტა ადამიანი დაშავდა. მაშინ არვინ დაღუპულა. ახლა კი როგორც ხედავთ ასამდე ადამიანია მოკლული, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღის მეშვეობით დაჭრილთა რაოდენობა ოთხასიდან ხუთას კაცამდე აღწევს. ასეთი რამ ყირგიზეთში ჯერ არასდროს მომხდარა“. გვიპასუხა ბატონმა ალიშერ ხამიდოვმა.
რას იტყოდით იმ მოარული ხმების შესახებ, რომლებიც ამტკიცებენ, რომ არეულობა ყირგიზეთში ამერიკული სამხედრო ბაზის არსებობით უკმაყოფილო რუსეთის მიერაა ინსპირირებული?
„ვიტყოდი, რომ ეს სიმართლეს მხოლოდ ნაწილობრივ შეესაბამება. რუსეთმა მართალია გარკვეული როლი შეასრულა საპროტესტო გამოსვლების მოწყობაში, მაგრამ ეს ძირითადად არაპირდაპირი გზით მოხდა. მოსკოვი ნამდვილად განრისხებული იყო იმით, რომ ყირგიზეთმა ამერიკული ბაზა რა დახურა. კრემლი ყირგიზეთის ლიდერებზე ზეწოლას ახორციელებდა და ყირგიზეთს ის ბენზინიც კი გაუძვირა, რომელსაც მანამდე შეღავათიან ფასებში აძლევდა. ამან კი ქვეყანაში ფასების ზრდა და სოციალური დისკომფორტი გამოიწვია. ასევე რუსეთის მედიამ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ყირგიზეთის მთავრობის კრიტიკა გააძლიერა. ბუნებრივია მთავრობის არაპოპულარობის ზრდას ამანაც შეუწყო ხელი. ქვეყნის მოსახლეობა ინფორმაციას ძირითადად რუსული წყაროებიდან იღებს, ხოლო მთავრობას ამ ნაკადის გაკონტროლება არ ძალუძს“. იყო პასუხი.
და ბოლოს თქვენის აზრით, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები? ასეთი შემაჯამებელი კითხვა დავუსვით ექსპერტს. „ყველაფერი სამი სცენარის მიხედვით შეიძლება განვითაერდეს. პირველი და ყველაზე ოპტიმისტური ისაა, რომ მთავრობა გადადგეს და ქვეყანა ოპოზიციამ გააკონტროლოს. თუმცა ოპოზიცია ძალზე დაქსაქსული და შეუთანხმებელია. თანაც ამ შემთხვევაში ოპოზიციას რამდენიმე მნიშვნელოვანი სირთულე აქვს მოსაგვარებელი. ერთ სირთულეს ქვეყანაში საზოგადოებრივი წესრიგის დამყარება წარმოადგენს. მეორე ქვეყანაში ხელისუფლების მმართველობის აღდგენაა. ამჟამად ყირგიზეთში ანარქია სუფევს. ქუჩებში მარადიორთა ბრბოები დაძრწიან. მესამე სიძნელეს კი მღელვარების გამომწვევი ეკონომიკური და სოციალური პრობლემების მოგვარება წარმოადგენს. ეს ოპტიმისტური სცენარია. არაოპტიმისტური კი ისაა, რომ ოპოზიციამ მარცხი განიცადოს და ამჟამინდელი რეჟიმის მომხრეებმა ქვეყნის სამხრეთში მოახდინონ კონსოლიდაცია. შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტი ბაკიევი წარმოშობით სწორედ სამხრეთიდანაა. სამხრეთის და ჩრდილოეთის დაპირისპირება კი ძალზე სახიფათო რამ იქნება.
„მესამე შესაძლებელი სცენარი ისაა, რომ სიტუაციის განმუხტვის მიზნით რუსეთმა და ყაზახეთმა ინტერვენცია განახორციელონ.ეს კი იმის მაჩვენებელი იქნება, რომ ყირგიზეთი უცხო ქვეყნის გავლენის ქვეშ მოექცა, ამერიკული ბაზის მომავალი ბუნდოვანი გახდება და ასეთ განვითარებას უზარმაზარი გეოპოლიტიკური ცვლილებები შეიძლება მოჰყვეს“. დაასრულა ჩვენთან საუბარი ჯონს ჰოპკინსის უნივერწსიტეტის მკვლევარმა ალიშერ ხამიდოვმა. ზაქარია კიკნაძე, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი.