<!-- IMAGE -->
საბერძნეთის კრიზისთან დაკავშირებით ევროზონის თექვსმეტი ქვეყნის ლიდერები დღეს ბრიუსელში სათათბიროდ შეიკრიბნენ. პარალელურად დიდი შვიდიანის წევრი ქვეყნების ფინანსთა მინისტრებიც განიხილავენ პრობლემას. გუშინ საბერძნეთის პარლამენტს ევროკავშირისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ზეწოლით 145 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების მისაღებად, მკაცრი რეფორმის გატარება მოუწია.
რეფორმა ქალებისთვის საპენსიო ასაკის გაზრდას და ხელფასების შემცირებასაც ითვალისწინებს. გერმანიის ფინანსთა მინისტრმა კი განაცხადა, რომ კერძო ბანკები საბერძნეთს დამატებით ათი მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარებას აღმოუჩენენ.