<!-- IMAGE -->
ჩინეთში მეშახტეების გადასარჩენად სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
მაშველების განცხადებით მათ დატბორილი მაღაროდან ხმა ესმით. 153 მეშახტე უკვე მეხუთე დღეა დატბორილ მაღაროშია ჩაკეტილი. მაშველების თქმით, მათ რკინის მილზე კაკუნის ხმა ესმით.
მაღაროს დატბორვის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. წინასწარი გამოძიების თანახმად მეშახტეები ძველ და მიტოვებულ მაღაროში შევიდნენ, სადაც მოულოდნელად წყალმა ამოხეთქა. ჩინეთის ქვანახშირის შახტები მსოფლიოში ყველაზე საშიშ მაღაროებად არის ცნობილი.