ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტაჯიკეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს


დღეს ტაჯიკეთში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა გამოცხადებამ მოლოდინს გადააჭარბა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, შუადღისთვის ამომრჩეველთა ნახევარზე მეტმა არჩევნებში ხმა მისცა, რაც ტაჯიკეთის კანონმდებლობის მიხედვით არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობას ადასტურებს.


როგორც იუწყებიან, საპარლამენტო არჩევნების შედეგად პრეზიდენტი იმომალი რაჰმონი საკუთარ ძალაუფლებას კიდე უფრო გააძლიერებს.

ბატონ რაჰმონის სახალხო დემოკრატიული პარტია 63-წევრიან პარლამენტში ამჟამად 57 ადგილს აკონტროლებს. მის პარტიას სუსტ პაექრობას უწევდნენ კომუნისტური და ისლამისტური პარტიები.
ანალიტიკოსების თქმით დღეს გამართულ საპარლამენტო არჩევნებს ამომრჩეველთა აპათიურობა ახასიათებდა და უმეტესობის აზრით არჩევნების შედეგები წინასწარ გადაწყვეტილი იყო.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტი რაჰმონი ტაჯიკეთს 1992 წლიდან მართავს.
ტაჯიკეთის ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები 2006 წელს ჩატარდა, ხოლო 2005 წელს გამართული საპარლამენტო არჩევნები კი დასავლეთის დამკვირებელთა შეფასებით უსამართლო ატმოსფეროში და დარღვევებით ჩატარდა.



XS
SM
MD
LG