ქაბულში განხორციელებული ტერაქტის შემდეგ უსაფრთხოების ზომები მთელს ავღანეთში გაამკაცრეს. გუშინდელი თავდასხმის შედეგად დაღუპულია სულ მცირე ხუთი ადამიანი. ხოლო სამოცდაათი კი დაჭრილია. ავღანეთის დედაქალაქის მისადგომებთან პოლიცია ამოწმებს იმ ავტომობილებს, რომლებიც ქაბულისკენ მიემართებიან. ქალაქის პოლიციის უფროსის მოადგილემ მოჰამად ხალილ დასტიარმა განაცხადა, რომ ქაბულის პატრულირება გაძლიერებულია. ქვეყნის დაზვერვის უწყების ხელმძღვანელმა ამრულა სალეჰმა კი აღნიშნა, რომ თავდასხმა შვიდმა კბილებამდე შეიარაღებულმა კამიკაძემ განახორციელა და რომ ყველა ტერორისტი განადგურებულია.