ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქმენეთში ირანში მიმავალი გაზსადენი გახსნეს


გახსნის ცერემონიას თურქმენეთის და ირანის პრეზიდენტები გურბანგული ბერდიმუხამედოვი და მაჰმუდ აჰმადინეჟადი დაესწრნენ. პრეზიდენტებმა ერთობლივად მოუშვეს მილსადენის ონკანი. აქამდე თურქმენეთი ირანს ყოველწლიურად რვა მილიარდ კუბამეტრ ბუნებრივ აირს აწოდებდა. ახალი ოცდაათი კილომეტრი სიგრძის გაზსადენის მეშვეობით კი ექსპორტი ოც მილიარდ კუბამეტრამდე გაიზრდება. აღსანიშნავია, რომ საბადო, რომელშიც ირანისთვის განკუთვნილ ბუნებრივ აირს მოიპოვებენ, 2008 წლამდე ექსკლუზიურად რუსეთს ამარაგებდა, მაგრამ შარშან რუსეთმა მკვეთრად შეამცირა გაზის შესყიდვა.

XS
SM
MD
LG