ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაერთიანებული ერების ანგარიში: მიგრაცია აუმჯობესებს ადამიანთა კეთილდღეობას


გაერთიანებული ერების მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ მიგრანტი მუშები აუმბჯობესებენ ადამიანთა კეთილდღეობას სამშობლოსა და მიმღებ ქვეყნებში. ამერიკის ხმის კორესპონდენტი დანიელ შირფი იუწყება ბანგკოკიდან, რომ ანგარიშში აგრეთვე აღნიშნულია, რომ მთავრობებმა ხელი უნდა შეუწყონ მიგრანტი მუშების საზღვარგარეთ წასვლას.

გაეროს განვითარების პროგრამის ყოველწლიური ანგარიში აგრეთვე აღნიშნავს, რომ მიგრაციის გამო იზრდება მუშათა შემოსავლები და უმჯობესდება მათი განათლებისა და ჯანდაცვის შესაძლებლობები. ამის გარდა მუშების მიგრაცია ხელს უწყობს სამუშაო ადგილების შექმნასა და ინოვაციას მიმღებ ქვეყნებში.

მაგრამ ელენ კლარკი, გაეროს განვითარების პროგრამის ადმინისტრატორი, აღნიშნავს, რომ გლობალური ეკონომიკური კრიზისისა და მზარდი უმუშევრობის ფონზე გარკვეულ ქვეყნებში საზოგადოებრივი აზრის კონსოლიდაციაა მიგრანტი მუშების წინააღმდეგ. კლარკის თქმით:

„ანგარიშში აღნიშნულია, რომ იმის შიში, რომ მიგრანტი მუშები სამუშაო ადგილებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ხელფასს შეამცირებენ, ადგილობრივ მომსახურეობას გადატვირთავენ და შედეგად გადასახადების გადამხდელებს მოუწევთ ხარჯების გაღება, როგორც წესი გაზვიადებულია.“

ანგარიშში აგრეთვე მოყვანილია ადამიანთა კეთილდღეობის რეიტინგი, რომელიც ეფუძნება 2007 წელს ადამიანთა განვითარების ინდექსში შეგროვებულ მონაცემებს. უნდა აღინიშნოს რომ ადამინთა განვითარების ინდექსში გათვალისწინებულია ისეთი ფაქტორები როგორიცაა მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე, სიცოცხლის ხანგრძლივობა, წერაკითხვის ცოდნა, და სკოლებში ჩარიცხულთა რიცხვი.

182 ქვეყნიდან და ტერიტორიიდან ადამიანთა კეთილდღეობის რეიტინგის პირველ სამ ადგილს იკავებს ნორვეგია, ავსტრალია და ისლანდია, ხოლო ბოლო ადგილებზეა ნიგერის რესპუბლიკა, ავღანეთი და სიერა ლეონე.

XS
SM
MD
LG