გუშინ ნიუ იორკში ინდოეთისა და პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს შეხვდნენ.შეხვედრა კიდევ ერთი მცდელობაა იმისა,რომ გასული წლის აფეთქებების შედეგად ორ ქვეყანას შორის დაძაბული ურთიერთობა განიმუხტოს. ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ემ ეს კრიშნა პაკისტანელ კოლეგასთან ერთად ორის საათის მანძილზე საუბრობდა.ჟურნალისტებთან საუბრისას კრიშნამ განაცხადა,რომ ქურეშთან შეხვედრისას იგი ინდოეთისთვის მთავარ საფრთხეს - პაკისტანური სამხედრო დაჯგუფების საკითხსაც შეეხო.