ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საფრანგეთში მუშათა გაფიცვები მიმდინარეობს


საფრანგეთში მუშათა გაფიცვები მიმდინარეობს. საფრანგეთის პროფკავშირები უკმაყოფილებას გამოხატავენ იმით თუ როგორ უნიათოდ ცდილობს ეკონომიკურ კრიზისთან გამკლავებას ქვეყნის მთავრობა. მთელი საფრანგეთის ტერიტორიაზე ორასზე მეტი დემონსტრაცია ტარდება. რკინიგზით მიმოსვლა უკვე შეფერხებულია. ქვეყნის მთავრობა აცხადებს, რომ გაფიცვები სკოლების საავადმყოფოებისა და სამთავრობო დაწესებულებების ფუნქციონირებაზეც მოქმედებს. ახლა, როდესაც გლობალური რეცესიის გამო საფრანგეთში მრავალი სამუშაო ადგილი უქმდება, პროფკავშირები პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის მშრომელთათვის უფრო დიდი დახმარების გაწევას მოსთხოვენ. გუშინ ბატონმა სარკოზიმ განაცხადა, რომ იგი ხალხის მდგომარეობაში შედის, მაგრამ მისი მთავრობა არ აპირებს სოციალური პროგრამების გაფართოებას.

XS
SM
MD
LG