იაპონიის საფონდო ბირჟაზე აქციების ფასმა დღეს ვარდნა განიცადა, რასაც აშშ-ის ეკონომიკის დაღმასვლას უკავშირებენ. ტოკიოს ნიკეის ინდექსმა საფონდო ბირჟის დახურვისთვის 3,5%-იანი კლება განიცადა.ეს გასული წლის ოქტომბრის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. იაპონიის აქციების ვარდნას წინ უსწრებდა ხუთშაბათს უოლ სტრიტზე აშშ-ს სამი მსხვილი სააქციო ინდექსის 4 %-იანი კლება .
ექპერტები ეკონომიკის დარგში ვარაუდობენ, რომ თებერვლის მონაცემებით უმუშევრობამ ამერიკაში 7,9 პროცნტს მიაღწია, რაც იმის მაჩვენებელია, რომ დასაქმების ბაზარზე მდგომარეობა უარესდება და რეცესია ღრმავდება. თეთრი სახლის სპიკერის განცხადებით, პარასკევს უმუშევრობის შესახებ გამოქვეყნებულ დასკვნაში სახარბიელო მონაცემებს არ ელოდებიან.