ისრაელის კაბინეტის მინისტრმა დაადასტურა სირიასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლება. ბენჯამინ ბენ ელიეზერმა სახელმწიფო რადიოს განუცხადა, რომ ისრაელის მთავრობა ყველანაირად ცდილობს სირია მოლაპარაკებებზე დაითანხმოს. მანვე აღნიშნა, რომ ისრაელმა კარგად იცის, რომ გოლანის მაღლობების დანებება მოუწევს თუკი სირიასთან შეთანხმებას ექნება ადგილი. შეგახსენებთ, რომ ეს ტერიტორია ისრაელმა 1967 წელს, 6 დღიანი ომის დროს დაიკავა. კვირის დასაწყისში, ისრაელის პრემიერ მინისტრმა ეჰუდ ოლმერტმა მინიშნება გააკეთა, რომ სირიასთან საიდუმლო მოლაპარაკებების გამართვის შესაძლებლობას ხედავდა. როგორც ცნობილია ორ სახელმწიფოს შOრის მოლაპარაკებები ბოლოს 2000 წელს ჩავარდა, რისი მიზეზიც სწორედ გოლანის მაღლობების სტატუსი გახლდათ.
ამავე თემაზე
პოპულარული
1