სწორედ დღეს გადაწყდა საბოლოოდ, სად დაიკრძალება საქართველოს პირველი პრეზიდენტი. ზვიად გამსახურდიას კვირას, მთაწმინდის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაასაფლავებენ. დაკძალვამდე, ხვალ, თავის დაბადების დღეს ზვიად გამსახურდიას მცხეთაში, სვეტიცხოველში გადაასვენებენ.
გუშინ და დღეს კოლხურ კოშკში სამოქალაქო პანაშვიდები იმართება : საქართველო თავის პირველ პრეზიდენტს ემშვიდობება ! ზვიად გამსახურდიას ერთ-ერთ მომხრეს, ჟურნალისტ რევაზ ურუშაძეს მოვუსმინოთ , რომელიც, მისივე თქმით გაოცებულია, რატომ არ თხოვს ხელისუფლებას ოპოზიცია, თუ ის მართლა ოპოზიციაა, სამართლებრივი შეფასების მიცემას 91-92 წლების ამბებს.. ზოგიერთი ტელეარხი კი სიგუას და კიტოვანს ეკითხებიან - სად დაასაფლაონ ზვიად გამსახურდია ?! ეს ცინიზმია ! - ამბობს რ.ურუშაძე.
კოლხურ კოშკში ზვიად გამსახურდიას პანაშვიდზე საქართველოს პარლამენტის წევრები მივიდნენ, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, გიგი წერეთელს გავესაუბრე, რომელიც ამბობს, რომ ზვიად გამსახურდიას გადმოსვენება საქართველოში ხელს შეუწყობს ერის გამთლიანებას, რომ ზვიად გამსახურდია ქართველი ხალხის სურვილს გამოხატავდა - საქართველო ყოფილიყო ერთიანი, დამოუკიდებელი, ძლიერი ქვეყანა.. ახლა ეს პერიოდი დგება ! - ამბობს გიგი წერეთელი.