ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის კონგრესმა ეთიკის ნორმების რეფორმის კანონი მიიღო


ამერიკის კონგრესმა ეთიკის ნორმების რეფორმის კანონი მიიღო, რომელიც კანონმდებლებზე ლობისტთა გავლენის შემცირებისკენაა მიმართული.

ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ, ეთიკის ნორმების რეფორმის კანონი მიიღო, რომელიც კანონმდებლებზე ლობისტთა გავლენის შემცირებისკენაა მიმართული.

წარმომადგენელთა პალატამ კანონი ორასჩვიდმეტით ასოცდასამი ხმის წინააღმდეგ მიიღო. კანონი ლობისტებს მათი აქტივობის შესახებ მოხსენებების წარდგენას ავალდებულებს.

ახალი კანონის მიხედვით, კანონმდებლებმა კერძო თანხებით დაფინანსებული მოგზაურობების ოფიციალური ნებართვა უნდა მიიღონ.

აგრეთვე კონგრესმენებმა და მათი აპარატის წევრებმა ეთიკის ნორმების სავალდებულო ტრენინგი უნდა გაიარონ.

ოპოზიციური დემოკრატიული პარტიის წევრებმა კანონი გააკრიტიკეს, როგორც საკმაოდ რბილი და მისი უფრო გამკაცრება მოითხოვეს.

XS
SM
MD
LG