ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰელსინკის კომისია: „ქართული ოცნება“ შავ ფულს ეყრდნობა


შეერთებული შტატების „ჰელსინკის კომისია“ აცხადებს, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა, მკაცრი ზომები უნდა მიიღოს „ქოლ ცენტრებთან დაკავშირებით, რომლებიც ქართველი ხალხის წინააღმდეგ, „ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიულ კამპანიას აფინანსებს.“

ამის შესახებ საუბარია, სოციალურ ქსელ X-ზე, კომისიის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

“ქართული ოცნება“ ეყრდნობა შავ ფულს, მთელს მსოფლიოში [მოქმედი] თაღლითური ქოლცენტრების ქსელიდან, რათა დააფინანსოს თავისი ოპერაციები და შეავიწროოს თავისი ოპოზიცია“, - ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"ჰელსინკის კომისია" დაკომპლექტებულია სენატორებისა და კონგრესმენების, ასევე სახელმწიფო დეპარტამენტის, ხაზინისა და თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებისგან და მისი მისია მსოფლიოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული მდგომარეობის მოკვლევა და მიმდინარე მოვლენებზე დაკვირვებაა.

XS
SM
MD
LG