ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-მ და გერმანიამ იარაღის კონცერნის ხელმძღვანელის მკვლელობის მცდელობა აღკვეთეს


აშშ-ის და გერმანიის სპეცსამსახურებმა ჩაშალეს გერმანულ კონცერნ Rheinmetall-ის ხელმძღვანელის, არმინ პაპერგერის მკვლელობის მცდელობა, რომელიც, სავარაუდოდ, რუსეთის ხელისუფლების ბრძანებით მზადდებოდა. ამის შესახებ CNN-მა და ნიუ იორკ თაიმსმა აშშ-ის და დასავლეთის სხვა ქვეყნების სპეცსამსახურებისა და ხელისუფლების ხუთ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელეს ინფორმაცია.

Rheinmetall-ი არის ყველაზე დიდი გერმანული იარაღის მწარმოებელი კომპანია, რომელიც მსოფლიოს არაერთ ქვეყანას, მათ შორის უკრაინასაც, აწვდის საბრძოლო მასალასა და სამხედრო ტექნიკას.

CNN-ის ცნობით, რუსეთი ევროპაში რამდენიმე თავდაცვის საწარმოს ხელმძღვანელთა მკვლელობას გეგმავდა. სავარაუდოდ, აშშ-ის სადაზვერვო სამსახურებმა შეიტყვეს ამ გეგმების შესახებ და გააფრთხილეს კოლეგები გერმანიიდან, რომლებმაც მოახერხეს მკვლელობის მცდელობის თავიდან აცილება.

ინფორმაციაზე კომენტარი თხოვეს ვაშინგტონში ნატოს სამიტზე მყოფ გერმანიის კანცლერს, რომელმაც პასუხზე უარი განაცხადა.

კომენტარისთვის ხაზზე არ გამოვიდა არც რუსეთის საელჩო ვაშინგტონში.

XS
SM
MD
LG