ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელის ჯარები ღაზაზე თავდასხმას აგრძელებს


ისრაელის არმიამ ორშაბათს, 8 ივლისს, საჰაერო დარტყმები განახორციელა ღაზის სექტორში და სამხრეთ ლიბანში, "ჰეზბოლას" მებრძოლების წინააღმდეგ.

ადგილობრივი მაცხოვრებლები, მედიასთან ასევე საუბრობენ ისრაელის სატანკო ოპერაციების შესახებ ჩრდილოეთ ღაზაში, სადაც ისრაელის სამხედროები ამბობენ, რომ ანტრტერორისტულ ქმედებებს ახორციელებენ.

ღაზის სამხრეთით კი, ისრაელის თავდაცვის ძალებმა, 30-ზე მეტი მებრძოლი მოკლეს.

ბოლო შეტაკება ღაზაში მას შემდეგ მოხდა, რაც ისრაელელმა დემონსტრანტებმა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მაგისტრალები გადაკეტეს. ისინი ცეცხლის შეწყვეტას და პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს გადადგომას მოითხოვდნენ.

მომიტინგეებმა მთავარი გზები გადაკეტეს და დემონსტრაცია მოაწყვეს ისრაელის პარლამენტის წევრების სახლებთან. ღაზის საზღვრის მახლობლად კი, ისრაელელმა მომიტინგეებმა 1 500 შავი და ყვითელი ბუშტი გაუშვეს, მოკლულთა და გატაცებულთა რიცხვის სიმბოლურად აღსანიშნად.

ისრაელის საპასუხო სახმელეთო და საჰაერო კონტრშეტევამ ღაზაში, რაც ისრაელზე "ჰამასის" თავდასხმის საპასუხოდ განხორციელდა, 38 000-ზე მეტი პალესტინელის სიცოცხლე იმსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ, ღაზის ჯანდაცვის უწყება ავრცელებს. ისრაელი აცხადებს, რომ "ჰამასს" ჯერ კიდევ ჰყავს 116 მძევალი, მათ შორის 42 დაღუპულია.

7 ოქტომბერს მომხდარი თვადასხმისას, რომელიც "ჰამასმა" ისრაელზე განახორციელა, 1 200 ადამიანი მოკლეს, ხოლო 250 გაიტაცეს. მათი ნაწილი, მესამე მხარეების ჩარევით და ცეცხლის შეწყვეტის მცირე პაუზის დროს, "ჰამასმა" უკან, ისრაელში დააბრუნა. თუმცა, მძევალთა ნაწილი, კვლავ ტყვეობაში რჩება.

ტყვეთა გათავისუფლება ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკების ერთი-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტია, თუმცა მხარეები ამ დრომდე ვერ თანხმდებიან.

XS
SM
MD
LG