ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბოლნისში ჩამოვარდნილი თვითმფრინავი სამხედრო სწავლებაში იყო ჩართული


თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტში ჩამოვარდნილი თვითმფრინავი სუ-25 სამხედრო სწავლებაში იყო ჩართული.

კატასტროფის დროს დაიღუპა თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის პილოტი კახაბერ ზურაბაშვილი.

„აღნიშნული შემთხვევის მიზეზების დადგენის მიზნით, თავდაცვის უწყების შესაბამისი სამსახურები აწარმოებენ დეტალურ გამოკვლევას“, - წერია თავდაცვის სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაში.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში დაახლოებით 13:00 საათზე ჩამოვარდა სამხედრო თვითმფრინავი სუ-25.

„გარდაიცვალა ვინც მართავდა. სუ-ს მართავდა და, დიდი ალბათობით, სამხედრო იქნებოდა. აფეთქება მოხდა, არის გარდაცვლილი, რომელმაც ვერ მოასწრო კატაპულტირება. დაახლოებით ნახევარი საათის წინ მოხდა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას შემთხვევიდან რამდენიმე წუთში მერიის წარმომადგენელმა ბოლნისის ადმინისტრაციულ ერთეულში, დიმიტრი მოდებაძემ.

XS
SM
MD
LG