ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრემლი უარყოფს ცნობას, რომ "ჰავანის სინდრომის" უკან რუსეთი დგას


რუსეთის საელჩო აშშ-ში, ვაშინგტონი.
რუსეთის საელჩო აშშ-ში, ვაშინგტონი.

ორშაბათს კრემლმა უარყო ცნობა იმის შესახებ, რომ რუსული სამხედრო დაზვერვა, შესაძლოა, იდუმალი „ჰავანას სინდრომის“ დაავადების უკან იდგეს. მსგავსი სინდრომი ამერიკელ დიპლომატებსა და დაზვერვის ოფიცრებს შორის მთელს მსოფლიოში ვლინდებოდა.

ინფორმაციას გამოცემა "ინსაიდერი" ავრცელებს, რომელიც რუსეთზე ორიენტირებული საგამოძიებო მედია ჯგუფია და რიგაში, ლატვიაშია დაფუძნებული. მედია მაუწყებელი იტყობინება, რომ რუსეთის სამხედრო დაზვერვის (GRU) განყოფილების, ქვედანაყოფ 29155-ის წევრები, სწორედ იმავე ტერიტორიაზე იყვნენ გაგზავნილები, სადაც ამერიკელ პერსონალთან დაკავშირებული ჯანმრთელობის ინციდენტები დაფიქსირდა.

"ინსაიდერის" ერთწლიანი გამოძიება, გადაცემა "60 წუთთან" და გერმანულ "დერ შპიგელთან" თანამშრომლობით მიმდინარეობდა. მათი გამოძიება იტყობინება, რომ ქვედანაყოფ 29155-ის წევრებმა ჯილდოები და დაწინაურებები მიიღეს "არალეტალური აკუსტიკური იარაღის" შემუშავებასთან დაკავშირებული სამუშაოსთვის.

„ეს სულაც არ არის ახალი თემა, მრავალი წლის განმავლობაში, პრესაში გაზვიადებული იყო ეგრეთ წოდებული „ჰავანის სინდრომის“ თემა და თავიდანვე რუსულ მხარეს სდებდნენ ბრალს“, - განაცხადა კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა.

”მაგრამ, არავის არასოდეს გამოუქვეყნებია ან გამოუთქვამს რაიმე დამაჯერებელი მტკიცებულება ამ უსაფუძვლო ბრალდებების შესახებ. ამიტომ, ეს ყველაფერი სხვა არაფერია თუ არა მედიის უსაფუძვლო, უსაფუძვლო ბრალდებები" - თქვა პესკოვმა

ჰავანის იდუმალი სინდრომი და 100-ზე მეტი დაავადებული
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:03 0:00

ამერიკის სადაზვერვო გამოძიებამ, რომლის დასკვნებიც გასულ წელს გამოქვეყნდა, დაადგინა, რომ "ძალიან ნაკლებად სავარაუდოა" უცხოელი მოწინააღმდეგე იყოს პასუხისმგებელი ამ დაავადებაზე. პირველად "ჰავანის სინდრომი" 2016 დაფიქსირდა, როდესაც ამერიკის საელჩოს თანამშრომლებს უნცაური სიმპტომები დაეწყოთ კუბის დედაქალაქ ჰავანაში. დაავადების სიმპტომებია შაკიკი, გულისრევა, მეხსიერების დაქვეითება და თავბრუსხვევა.

"ინსაიდერის" გამოძებაში ნათქვამია, რომ „ჰავანის სინდრომის“ სიმპტომების პირველი შემთხვევა, შესაძლოა, 2016 წლამდეც დაფიქსირებულიყო.

გამოძება ამბობს, რომ „სავარაუდოდ, თავდასხმები ორი წლით ადრე ფრანკფურტში, გერმანიაში მოხდა, როდესაც ამერიკის მთავრობის თანამშრომელი, რომელიც იქ საკონსულოში მუშაობდა, ძლიერი ენერგიის სხივის მსგავსმა რამემ, უგონო მდგომარეობაში ჩააგდო“.

ამერიკის კონგრესმა 2021 წელს მიიღო ჰავანის აქტი, რომელიც უფლებას აძლევს სახელმწიფო დეპარტამენტს, დაზვერვის ცენტრალურ სააგენტოსა და ამერიკის სხვა სამთავრობო უწყებებს, ფულადი დახმარება გადასცენ იმ ადამიანებსა და მათ ოჯახებისთვის, ვინც ამ დაავადებით, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დასნეულდნენ.

XS
SM
MD
LG