უნგრეთის პრეზიდენტმა თამაშ სულიოკმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც შვედეთის ნატოში გაწევრიანებას ამტკიცებს.
ამის შესახებ პრეზიდენტის ოფისმა სამშაბათს განაცხადა, რაც გზას გაუხსნის შვედეთს, უახლოეს დღეებში, ალიანსის 32-ე წევრი გახდეს.
სტოკჰოლმმა 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, უარი თქვა სამხედრო მიუმხრობელობისა და ნეიტრალიტეტის პოლიტიკაზე და უსაფრთხოების გარანტიისთვის, ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში გაწევრიანების გადაწყვეტილება მიიღო.
დარჩენილი ფორმალური პროცედურები, როგორიცაა გაწევრიანების დოკუმენტაციის ვაშინგტონში გაგზავნა და ალიანსის მიერ შვედეთის ფორმალურად მიღება, სავარაუდოდ, სწრაფად დასრულდება.