ბრიტანეთმა განაცხადა, რომ $251 მილიონიანი პაკეტის ფარგლებში, უკრაინას ათასობით დრონს გადასცემს.
„[გაერთიანებული სამეფო და ლატვია] ერთად, უკრაინას მისცემს შესაძლებლობებს, რაც მას სჭირდება საკუთარი თავის დასაცავად და ომის მოსაგებად, ასევე იმაში დარწმუნებისთვის, რომ პუტინი მარცხს განიცდის საკუთარი არაკანონიერი და ბარბაროსული ამბიციების განხორციელებაში“, - განაცხადა ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა ხუთშაბათს, მიმდინარე კვირაში ბრიუსელსა და მიუნხენში დაგეგმილ მოკავშირეთა შეხვედრამდე.
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის უწყება აცხადებს, რომ გააგრძელებს უკრაინის გვერდით დგომას „იმდენ ხანი, რამდენიც საჭირო იქნება“.