ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინაში სამოქალაქო სექტორი და მთავრობა რუსულ დეზინფორმაციას ერთობლივად ებრძვიან


2023 წლის განმავლობაში „ჰიბრიდულ სააფრთხეებთან ბრძოლის დახვეწის ევროპული ცენტრის“ და „ატლანტიკური საბჭოს“ „ციფრული კრიმინალისტური კვლევის ლაბორატორიის”წარმომადგენლებმა 20-მდე უკრიანელი ოფიციალური პირი გამოკითხეს. ეს უშუალოდ ის ადამიანები იყვნენ, ვისი საქმიანობაც პირდაპირ უკავშირდება რუსულ დეზინფორმაციასთან ბრძოლას.

კვლევის თანაავტორები იაკუბ კალენსკი და რომან ოსადჩუკი ამბობენ, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში უკრაინის მიერ ნასწავლი გაკვეთილები და უკრაინის მდგრადობის პრაქტიკა ევროპული და სხვა ქვეყნებისთვის მაგალითად გამოდგება.

იაკუბ კალენსკი, „ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის დახვეწის ევროპული ცენტრის“ დირექტორის მოადგილე ამბობს, რომ ამ კვლევის მნიშვნელობას ორი უმთავრესი ასპექტი ჰქონდა. ერთი ისაა, რომ რუსეთი ყველაზე დიდი საინფორმაციო აგრესორია მსოფლიოში, უკრაინას კი ყველაზე დიდი გამოცდილება აქვს ამ აგრესორთან გამკალვების კუთხით.

„თუკი შევძლებთ ამ გამოცდილებით ნასწავლი გაკვეთილების გაზიარებას, ეს მართლაც დაგვეხმარებოდა უფრო პატარა საინფორმაციო აგრესორებთან გამკლავებაში სხვა ქვეყნებშიც უფრო ნაკლებ აგრესიულ [კამპანიასთან] ვიდრე - უკრაინაშია“, - ამბობს კალენსკი.

მკვლევრების თქმით, უკრაინა საინფორმაციო ომის ფრონტის ხაზზე იყო სულ მცირე ბოლო 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, განსაკუთრებით კი „ღირსების რევოლუციის“ შემდეგ. რის შედეგადაც ქვეყანაში საჯარო მოხელეებსაც, კერძო სექტორსაც და მედიასაც უდიდესი გამოოცდილება დაუგროვდა. კვლევის ფარგლებში ჩატარებული ინტერვიუებისას მკვლევრებმა დაადგინეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ 2022 წლის შემდგომ პერიოდს აკვირდებოდბენ, ხშირად ეს ახლანდელი საუკეთესო პრაქტიკა სწორედ იმ ევოლუციის შედეგი იყო, რაც რევოლუციის შემდეგ განვითარდა.

იაკუბ კალენსკი ამბობს, რომ ისინი დეზინფორმაციასთან ბრძოლის კუთხით მომუშავე მთავრობის, სამოქალაქო სექტორის, მედიისა და ბიზნესის წარმომადგენლებს ესაუბრნენ. მკვლევარი ამბობს, რომ უკრაინას დეზინფორმაციასთან ბრძოლის მრავალფეროვანი საშუალებები აქვს ათვისებული.

უპირვველესი ისაა, რომ დეზინფორმაციას ავლენს რამდენიმე სხვადასხვა უწყება თუ ორგანიზაცია, რაც საშუალებას იძლევა, რომ მნიშვნელოვანი პროპაგანდისტული ნარატივები თუ ყალბი ცნობები დროულად და ხარისხიანად გამოაშკარავდეს, და რაც მთავარია, არ დარჩეს უყურადღებოდ.

„ეს ძირითადად უფრო უსაფრთხოა, როცა რამდენიმე გუნდი მუშაობს დეზინფორმაციის გამოვლენაზე, ვიდრე ის, რომ ურთიერთგადაფარვის შიშით რამე გამოგვრჩეს. მეორე საკითხი ისაა, რომ რეაგირება ძალიან სწრაფად ხდება.

„დასავლეთში ფართოდაა გავრცელებული მითი, რომ დეზინფორმაციის გამოვლენა არ მუშაობს. და ამიტომ ამის გაკეთება არც ღირს. გვვინდოდა გვეჩვენებინა, რომ უკრაინაში განწყობა სწორედ ისეთია, რომ დეზინფორმაცია რაც შეიძლება სწრაფად უნდა გამოაშკარავდეს, რაც შეიძლება ბევრ წყაროზე დაყრდნობით და უმაღლეს დონეზე“, - ამბობს ოსადჩუკი და განმარტავს, ყოყმანი იმის თაობაზე ვინ რა და როდის უნდა გააკეთოს, როგორც წესი მტერს შეუწინააღმდეგებლად ფუნქციონირების საშუალებას აძლევს. მაგრამ ეს უკრაინაში ასე არ ხდება.

მკვლევარი ხსნის, რომ უკრაინაში ამ მიმართულებით გამორჩეული ციფრებიცაა - იმ ადამიანების რიცხვი ვინც ამ ძალისხმევაშია ჩართული და იმ დეზინფორმაციული მასალების რიცხვი, რომელთა გამოაშკაარავებაც მათ უწევთ. „თუმცა ყველა შემთხვევვაში, უკრაინელებმა იციან, რომ მათ მეტი ადამიანური და ფინანსური რესურსი სჭირდებათ“.

რომან ოსადჩუკი „ციფრული კრიმინალისტური კვლევის ლაბორატორიიდან“ ამბობს, რომ კოორდინაცია დეზინფორმაციაზე მომუშავე ორგანიზაციებსა და სამთავრობო უწყებებს შორის გამართულია და ხშირად, არ იმართება რომელიმე კონკრეტული ცენტრის მხრიდან, ზემოდან. არამედ, თანაბარი, ჰორიზონტალური პრინციპით.

იაკუბ კალენსკი განმარტავს, რომ უკრაინაში პრორუსული არხების აკრძალვას უკრაინელი ექსპერტები მაინც სასარგებლოდ მიიჩნევენ, რადგან ფიქრობენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში კრემლის პროპაგანდასთან ბრძოლა შეუძლებელი იქნებოდა.

XS
SM
MD
LG