ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთში ძლიერი წვიმის შედეგად მდინარეები კალაპოტიდან გადმოვიდა


ბრიტანეთის უდიდესი მდინარეები ძლიერი წვიმების შემდეგ ადიდებულია. მთავრობამ 300-მდე გაფრთხილება გამოაქვეყნა შესაძლო დატბორვის შესახებ. შეზღუდულია გადააადგილება და უკვე დაფიქსირებულია 1000-მდე სახლის დაზიანება.

ბოლო კვირების განმავლობაში შტორმებს ხანგრძლივი, გადაუღებელი წვიმა მოჰყვვა, რამაც უკვე ადიდებული მდინარეების კალაპოტიდან გადმოსვლა გამოიწვია როგორც ინგლისში, ისე - უელსში. ბოლო დღეებში არაერთი ტერიტორია დაიტბორა ევროპის სხვა ნაწილებშიც.

მდინარე ტრენტი ცენტრალურ ინგლისში ნაპირებზე გადმოვიდა. ლონდონის სახანძრო სამსახურმა განაცხადა, რომ მას 50-მდე ადამიანის უსაფრთხო ადგილას გაყვანა დასჭირდა.

წვიმა პარასკევსაც გრძელდება, თუმცა ნაკლები ინტენსივობით, მომდევნო დღეებში უკვე შედარებით მშრალ ამინდს ელოდებიან.

XS
SM
MD
LG