ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთმა მწერალი ბორის აკუნინი ტერორისტების სიაში შეიყვანა


ცნობილი მწერალი, ბორის აკუნინი (გიორგი ჩხარტიშვილი), რუსეთის საფინანსო სადამკვირვებლო ორგანომ, ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში 18 დეკემბერს შეიყვანა. უწყებას, გადაწყვეტილების შესახებ ახსნა-განმარტება არ წარმოუდგენია.

ერთ კვირაზე ნაკლები დროის წინ, რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა გამომცემელმა და წიგნების უდიდესმა მაღაზიამ გამოაცხადა, რომ აკუნინთან და კიდევ ერთ პოპულარულ მწერალთან, დმიტრი ბიკოვთან ურთიერთობას წყვეტნდნენ. მიზეზად, მათ მიერ, უკრაინის მხარდამჭერი და ანტირუსული განცხადებები დასახელდა.

რუსული კანონმდებლობით, ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეყვანილი პირების საბანკო ანგარიშები, ქვეყანაში, ავტომატურად იყინება. აკუნინი ლონდონში ცხოვრობს.

XS
SM
MD
LG