ქართველი ებრაელი თამარ გოლდბერგი, რომელიც “ნოვას”ფესტივალზე „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ დაკარგული იყო, გარდაცვლილი იპოვეს.
ინფორმაციას ამის შესახებ თამარის და სოციალურ ქსელ “ფეისბუქში“ ავრცელებს.
“14 დღის შემდეგ ღმერთმა წამართვა იმედი, რომელიც მქონდა... ის ხოცვა-ჟლეტის დროს მოკლეს“, - წერს იგი.
თამარ გოლდბერგი იმ მუსიკალურ ფესტივალს ესწრებოდა, რომელსაც “ჰამასი” დაესხა თავს.