ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინის რეგიონებზე რუსულ საჰაერო თავდასხმებს მსხვერპლი მოჰყვა


უკრაინის ოფიციალურმა პირებმა ხუთშაბათს განაცხადეს, რომ რუსულმა ძალებმა ღამით, რამდენიმე ქალაქზე საჰაერო თავდასხმები განახორციელა. მათი ინფორმაციით, თავდასხმების შედეგად, სულ მცირე, 2 ადამიანი დაიღუპა.

"მასიური სარაკეტო თავდასხმა რიგი რეგიონების სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე" - ასე აღწერენ უკრაინელი ოფიციალური სამხედრო პირები, გასულ ღამეს, რუსეთის მიერ განხორციელებულ თავდასხმებს.

ხერსონის რეგიონის გუბერნატორმა ოლექსანდრ პროკუდინმა განაცხადა, რომ საცხოვრებელ კორპუსზე რუსეთის თავდასხმის შედეგად, ორი იადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაიჭრა.

კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერჰიი პოპკომ Telegram-ზე განაცხადა, რომ ნამსხვრევები უკრაინის დედაქალაქში მას შემდეგ ჩამოვარდა, რაც საჰაერო თავდაცვამ რუსული რაკეტები ჩამოაგდო.

კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ დედაქალაქში შვიდი ადამიანი დაშავდა და რამდენიმე შენობა დაზიანდა.

ჩრდილო-აღმოსავლეთ უკრაინაში ხარკივის რეგიონულმა გუბერნატორმა ოლეჰ სინიეჰუბოვმა განაცხადა, რომ რუსულმა ძალებმა, ქალაქზე სულ მცირე 6 დარტყმა განახორციელა, შედეგად დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

რუსეთმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ მან გაანადგურა 19 უკრაინული დრონი, ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე და შავ ზღვაზე.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მისმა ძალებმა, ასევე ჩამოაგდო სამი უკრაინული დრონი რუსეთის კურსკის, ბელგოროდისა და ორლოვის რეგიონებში.

XS
SM
MD
LG