ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნობელიანტი რუსი ჟურნალისტი "უცხოეთის აგენტად" გამოცხადებას გაასაჩივრებს


დიმიტრი მურატოვი
დიმიტრი მურატოვი

ნობელის პრემიის ლაურეატი რუსი ჟურნალისტი, დმიტრი მურატოვი შეეცდება, რუსეთის ხელისუფლების მიერ მისი „უცხოეთის აგენტად“ გამოცხადება გაასაჩივროს, თქვა ორშაბათს გაზეთმა „ნოვაია გაზეტამ“. რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ, გამოცემის დიდი ხნის რედაქტორი, „უცხო ქვეყნის“ აგენტთა სიაში პარასკევს შეიყვანა.

რუსეთს თქმით, მურატოვმა „შექმნა და გაავრცელა უცხოური აგენტების მიერ [მომზადებული] მასალა და იგი საერთაშორისო პლატფორმებზე რუსეთის საგარეო და საშინაო პოლიტიკის შესახებ უარყოფითი მოსაზრებების გასავრცელებლად გამოიყენა“.

2022 წელს მიღებული ნობელის პრემია მურატოვმა აქუციონზე გაყიდა და თანხა უკრაინელი ლტოლვილი ბავშვების დასახმარებლად გადარიცხა.

„ნოვაია გაზეტამ“, რომელიც ცნობილია ჟურნალისტური გამოძიებებით, რომლებიც ხანდახან მიზანში კრემლს იღებს, ორშაბათს განაცხადა, რომ მურატოვი დროებით გადადგება მთავარ რედაქტორის თანამდებობიდან, რათა მისი „უცხო ქვეყნის აგენტად გამოცხადება“ სასამართლოში გაასაჩივროს.

„მურატოვი კატეგორიულად არ ეთანხმება იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებას და სარჩელს შეიტანს“, - ნათქვამია „ნოვაია გაზეტას“ განცხადებაში.

გამოცემა ამბობს, რომ მურატოვი ხელისუფლების სამიზნეა მისი მოსაზრებებისა და შეხედულებების გამო, რაც ეწინააღმდეგებოდა აზრისა და სიტყვის თავისუფლების კონსტიტუციურ გარანტიებს.

იუსტიციის სამინისტრომ მნიშვნელოვნად გააფართოვა თავისი „უცხოელი აგენტების“ სია მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო, რასაც მოსკოვი „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. კანონი ხშირად გამოიყენება იმ ადამიანებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც საჯაროდ აკრიტიკებენ ან ეჭვქვეშ აყენებენ ომის მიზნებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG