ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთმა კიევსა და რამდენიმე ქალაქზე მორიგი საჰაერო შეტევა განახორციელა


გასულ ღამეს, რუსეთმა კიევსა და რამდენიმე სხვა ქალაქზე მორიგი საჰაერო შეტევა განახორციელა. მოსკოვი ამჯერად, სამხედრო და ინფრასტრუქტურული სამიზნეების განადგურებას შეეცადა. კიევის გარდა, თავდასხმა განხორციელდა ლვივზეც. ინფრომაციას ამის შესახებ უკრაინის ოფიციალური პირები ავრცელებენ.

უკრაინული მხარის ინფორმაციით, 35 ირანული დრონიდან, მათ 32-ის ჩამოგდება შეძლეს. გავრცელებული ინფორმაციით "შაჰიდის" დრონები ბრიანსკის რეგიონიდან და აზოვის ზღვის ტერიტორიიდან გაუშვეს.

უკრაინაში ამბობენ, რომ რუსებმა, გასულ ღამეს, "კრიტიკულად მნიშვნელოვან შენობას" ესროლეს ლვივლში. შენობა ფრონტის ხაზიდან შორს და ნატოს წევრ პოლონეთის საზღვართან, დაახლოებით 70 კილომეტრის დაშორებითაა. ინფორმაცია ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორმა, მაქსიმ კოზიცკიმ გაავრცელა, თუმცა მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები არ უთქვამს.

საუბარი არ ყოფილა ასევე დაშავებულებსა, თუ დაღუპულებზეც. ეს ამ დროისთვის ბოლო საჰარეო შეტევა იყო რუსეთის მხრიდან მას შემდეგ, რაც უკრაინამ კონტრშეტევა დაიწყო. უკრაინული მხარე ამბობს, რომ კონტრშეტევის დაწყებიდან დღემდე, რუსებისგან 113 კილომეტრი კვადრატის ფართობის ტერიტორია დაიბრუნეს.

უკრაინის საჰაერო თავდაცვის მიერ გავრცელებული ინფრომაციით, თავდაცვის სისტემები მუშაობდა უკრაინის რეგიონების უმეტესობის ცაზე.

ქვეყნის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, განაცხადა, რომ დრონებით შეტევა კიევის რეგიონზე რამდენიმე ტალღად მიმდინარეობდა. საჰაერო განგაში კი 4 საათის განმავლობაში გაგრძელდა. ზელენსკის თქმით, დაზიანდა რამდენიმე შენობა.

მომხდართან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმაც. მისი თქმით, საჰაერო თავდასხმის შედეგად, დაზიანდა ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები, რის გამოც, კიევისა და მიკოლაევის რეგიონებში ათასობით ადამიანი უშუქოდ დარჩა.

ირანული დრონების გარდა, რუსული შეირაღებული ძალები უკრაინას "ისკანდერისა" და "S-400"-ის ტიპის რაკეტებითაც უტევდა, ძირითადად, ქალაქ ზაპორიჟიას მიმართულებით.

რუსულ საჰაერო თავდასხმაზე საუბრისას, უკრაინის საჰარეო ძალების სპიკერმა, იური ინჰატმა რაიდო ინტერვიუში უკრაინულ მედიასთან თქვა, რომ შეუძლებელია რომელიმე საჰაერო სისტემამ სრულად დაფაროს იმხელა ქვეყნის ცა, რამხელაც უკრაინაა.

XS
SM
MD
LG