კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა სამშაბათს სერბული უმრავლესობით დასახლებულ რეგიონებში, დაძაბულობის შემცირების გეგმა წარმოადგინა. ეს გეგმა ახალ ადგილობრივ არჩევნებს და სპეციალურ პოლიციაში ცვლილებებს გულისხმობს.
თუმცა მდგომარეობას გართულდა, რადგან დღეს კოსოვოში სერბთა პროტესტის სავარაუდო ორგანიზატორი დააკავეს. კოსოვოს ალბანელი შინაგან საქმეთა მინისტრის ცნობით, მას ბრალი გასულ თვეში ნატოს მშვიდობისმყოფელებზე თავდასხმაში ედება. მილუნ მილენკოვიჩის დაკავების ოპერაციისას კოსოვოს სამი ალბანელი პოლიციელი მსუბუქად დაშავდა.
გასულ თვეში, ქვეყნის სერბული უმრავლესობის რეგიონში შეტაკებებისას 30-მდე ნატოს მშვიდობისმყოფელი და 52 პროტესტის მონაწილე დაშავდა. პროტესტი მას შემდეგ გამწვავდა, რაც ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, რომელსაც სერბებმა ბოიკოტი გამოუცხადეს, პოზიციები ალბანელმა მერებმა დაიკავეს. ამისვის კი საპოლიციო რეიდებით შენობების დაკავებაც გახდა საჭირო. მოქალაქეთა აქტივობა არჩევნებზე 3.5 % იყო.
ჩრდილოეთ მიტროვიცაში დაკავების მოწინააღმდეგეები, 200-მდე სერბი ქუჩებში გამოვიდა. ვითარებას სპეციალურად აღჭურვილი კოსოვოს ალბანური პოლიცია აკონტროლებდა. მობილიზებული იყვნენ ამერიკელი ჯარისკაცებიც, რომლებიც იქ სამშვიდობო მისიით იმყოფებიან.
ამერიკა და ევროკავშირი პრემიერ-მინისტრს მერების უკან გაწვევისკენ და 2013 წლის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებენ. ეთნიკური ალბანელების რაოდენობა კოსოვოში 90 პროცენტზე მეტია, მაგრამ ქვეყნის ჩრდილოეთში მცხვორები სერბები მოითხოვენ 2013 წელს, ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების იმპლემენტაციას, რომელიც ამ ტერიტორიაზე ავტონომიური მუნიციპალიტეტების ასოციაციის შექმნას ითვალისწინებს.