უკრაინაში, კახოვკას კაშხლის აფეთქებასთან დაკავშირებით, კომენტარს აკეთებენ ევროკავშირშიც. ევროპული ქვეყნები ერთიანად გმობენ მომხდარს და ამბობენ, რომ ესაა კიდევ ერთი, ახალი მაგალითი იმისა, თუ როგორი "ბარბაროსული აგრესიაა" რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ მიმართული.
"ეს არის ესკალაციის ახალი ნიშანი, რაც უკრაინის წინააღმდეგ, რუსეთის უპრეცენდენტო აგრესიის, საშინელ და ბარბაროსულ ბუნებას წარმოაჩენს",- ნათქვამის ევროკომისიის სპიკერის, პიტერ სტანოს განცხადებაში.
6 ივნისს, გამთენიისას, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა, მდინარე დნიპროზე, კახოვკის ჰიდრო-ელექტრო სადგურის კაშხალი ააფეთქეს.
უკრაინულ წყაროების ცნობით, ამჟამად, დატბორვის საფრთხის ქვეშ არის უკრაინული ქალაქის ხერსონის ნაწილი, ასევე მიმდებარე სოფლები, მდინარე დნეპრის ორივე მხარეს. მათ შორის, ხერსონის ოლქის ანექსირებულ ნაწილშიც, რომელსაც რუსული საოკუპაციო ადმინისტრაცია მართავს. უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია, კატასტროფის მასშტაბი ჯერ კიდევ ზუსტდება. წინასწარი ინფორმაციით, დატბორვის არეალიდან, შესაძლოა, 16 000-დან 20 000-მდე ადამიანის გამოყვანა გახდეს საჭირო.
რუსეთი აფეთქებაში ბრალს კიევს დებს და აცხადებს, რომ ეს არის უკრაინის მცდელობა ყურადღება გადაიტანოს მისი "წარუმატებელი" კორტ-იერიშიდან.