ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

G7-ის სამიტი - პრეზიდენტი ბაიდენი იაპონიაშია


აშშ-ის პრეზიდენტი იაპონიაშია. ჯო ბაიდენი დიდი შვიდეულის (G7) ლიდერებთან ერთად სამიტს დაესწრება, რომლის დღის წესრიგის დიდი ნაწილი, ჩინეთიდან და რუსეთიდან მომდინარე გამოწვევებს დაეთმობა. შვიდეულის ლიდერები ასევე იმსჯელებენ, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის არაპროვოცირებულ და სრულმასშტაბიან ომში, კიევის დახმარების შესახებ.

პრეზიდენტი იაპონიაში ხუთშაბათს ჩავიდა და უკვე შეხვდა იაპონიის პრემიერ-მინისტრს, ფუმიო კიშიდას.

აშშ და იაპონია, „საერთო ღირბულებებისთვის ერთად დგას“, მათ შორის უკრაინის მხარდაჭერასა და აგრესიული ომისთვის, მოსკოვზე პაუსხისმგებლობის დაკისრებაში - უთხრა ბაიდენმა კიშიდას. ბაიდენმა ასევე ხაზი გაუსვა ბირთვული იარაღის გაუვრცელობისადმი ერთგულებას და „თავისუფალი და ღია ინდო-წყნარი ოკეანის უზრუნველყოფას.“

„მნიშვნელოვანი რამ ისა, რომ როცა ჩვენი ქვეყნები ერთად დგანან, ჩვენ უფრო ძლიერები ვართ და მე მჯერა, რომ ასე მთელი მსოფლიო უფრო უსაფრთხოდაა“ - თქვა ბაიდენმა.

დიდი შვიდეულის სამიტს ასევე დაესწრებიან კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ბრიტანეთის და ევროკავშირის ლიდერები.

მასპინძელი ქვეყნის პრემიერმა, გლობალური სამხრეთის ჩართულობის გაზრდის ძალისხმევისთვის, სამიტზე ასევე მოიწვია არაწევრი ქვეყნების ლიდერები ავსტრალიიდან, ბრაზილიიდან, კომორის და კუკის კუნძულებიდან, ინდოეთიდან, ინდონეზიიდან, სამხრეთ კორეიდან, უკრაინიდან და ვიეტნამიდან.

XS
SM
MD
LG