ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატომ შესაძლოა უკრაინისთვის თვითმფრინავების გადაცემის შესაძლებლობა განიხილოს


ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 13 თებერვალს განაცხადა, რომ ალიანსის თავდაცვის მინისტრები, მისი ვარაუდით, უკრაინისთვის თვითმფრინავების მიწოდების შესაძლებლობას განიხილავენ. ნატოს მინისტრების ორდღიანი სამიტი 14 თებერვალს დაიწყება.

„ამჟამად მიმდინარობს დისკუსია თვითმფრინავების შესახებაც და მაქვს მოლოდინი, რომ ამაზე ხვალ, ბრიუსელშიც ვილაპარაკებთ" - თქვა სტოლტენბერგმა და დასძინა, რომ რუსეთის თავდასხმის ქვეშ მყოფ უკრაინას ასევე ესაჭიროება სასწრაფო დახმარება ხმელეთზე.

მისივე თქმით, ნატოს ქვეყნები გაზრდიან შესანახი ამუნიციის ზღვარს. ახლა ნატოს ქვეყნების მარაგები უკრაინისთვის დახმარების აღმოჩენის გამო მცირდება.

„უკრაინაში მიმდინარე ომი ამუნიციის უდიდესი რაოდენობის მოხმარებას იწვევს... ამის გამო ჩვენი თავდაცვის ინსუსტრია ზეწოლის ქვეშ ექცევა. შესაბამისად, უნდა გავზარდოთ წარმოების ტემპები და ინვესტიციები ჩავდოთ ჩვენს წარმოების შესაძლებლობებში“, თქვა სტოლტენბერგმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს.

მან ასევე დასძინა, რომ „ნატო უკრაინის გვერდით იდგება მანან, სანამ ეს საჭირო იქნება“.

XS
SM
MD
LG