ვარშავამ საქართველოს მთავრობას, მიხეილ სააკაშვილის პოლონეთში მკურნალობა შესთავაზა. განცხადება ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ გააკეთა.
„პოლონეთმა გამოსცა წინადადება საქართველოს მთავრობის მიმართ, რომ მიხეილ სააკაშვილს შეუძლია პოლონეთში იმკურნალოს“ - განაცხადა მორავეცკიმ ბრიუსელში გამართულ პრესკონფერეციაზე.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ექვსწლიან სასჯელს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის ისჯის. თავად სააკაშვილი და მისი მხარდამჭერები, ბრალდებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ.
სააკაშვილმა, პატიმრობის განმვლობაში რამდენჯერმე გამოაცხადა შიმშილობა და ამტკიცებს, რომ ის მოწამლეს. სამედიცინო ჩანაწერების მიხედვით, რომლთაც სააკაშვილის პოლიტიკური მოკავშირე და ოჯახის სპიკერი, გიორგი ჩალაძე ავრცელებს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა 2021 წლის ოქტომბრის შემდეგ მკვეთრად გაუარესდა და წონის 40%-ზე მეტი დაკარგა.
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ექსპრეზიდენტი ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმეს სიმულირებს, მიზანი კი მისი ვადამდე გათავისუფლებაა. ქართველი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ სააკაშვილი კლინიკაში, სადაც ის თვეების განმავლობაში იმყოფება, ადეკვატურ სამედიცინო დახმარებას იღებს.