შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა რომ ამერიკა უკრაინას F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს არ გადასცემს. გარკვეული პირებობების დაცვით, უკრაინისთვის მათ მიწოდებას არ გამორიცხავს საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი.
პრეზიდენტ ბაიდენს, ამის შესახებ კითხვა 30 იანვარს თეთრ სახლში, “ამერიკის ხმის” უკრიანული სამსახურის ჟურნალისტმა დაუსვა. მისი პასუხი იყო, - „არა“.
გასულ კვირას, შეერთებული შტატებისგან, გერმანიისგან და სხვა დასავლელი მოკავშირეებისგან ტანკების გადაცემის პირობის მიღების შემდეგ, კიევი სწორედ მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდებას ითხოვს.
მაკრონს ჟურნალისტებმა იგივე კითხვა ასევე 30 იანვარს, ჰააგაში, ნიდერნალდების პრემიერ მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე დაუსვეს. მას ჰკითხეს, განიხილავს თუ არა საფრანგეთი, უკრაინისთის საბრძოლო თვითმფრინავების გაგზავნას.
„გამორიცხული არაფერია“, მაგრამ პირველ რიგში, გარკვეული პირობები უნდა დაკმაყოფილდეს, თვქვა მაკრონმა.
მაკრონმა რამდენიმე პირობაც დაასახელა, მათ შორის, - უნდა გამოირიცხოს გამანადგურებელი თვითმფრინავებით „რუსეთის მიწაზე შეხება“, ასევე, ამან არ უნდა დაასუსტოს საფრანგეთის არმია.
დღეს მაკრონი, პარიზში, უკრაინის თავდაცვის მინისტრს, ოლექსი რეზნიკოვს შეხვდება. მანამდე მან თქვა, რომ უკრაინამ თვითმფრინავები ოფიციალურად უნდა მოითხოვოს.
ამ ფონზე, გერმანიაში უკრაინის ელჩმა თქვა, რომ კიევს ბერლინისთვის, ამ დრომდე არ უთხოვია, მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდება, თუმცა ხაზი გაუსვა მის მნიშვნელობას. ოლექსი მაკიევმა, „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში თქვა, რომ თვითმფრინავები უკრაინას რუსული საჰაერო თავდასხმისგან დასაცავად სჭირდება, რასაც რუსეთის უკრაინის მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ აწარმოებს.
29 იანვარს, გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა თქვა, რომ გერმანია უკრაინას, მოიერიშე თვითმფრინავებს არ გადასცემს.