ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზელენსკი კონგრესში: “უკრაინა ცოცხალია და იბრძვის”


უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოთხშაბათს აშშ-ის კონგრესს განუცხადა, რომ ათობით მილიარდი დოლარის დახმარება, რომელიც კონგრესმა დაამტკიცა უკრაინის დასახმარებლად, რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში, არ იყო ქველმოქმედება, არამედ ინვესტიცია გლობალურ უსაფრთხოებაში.

თებერვალში ომის დაწყების შემდეგ თავისი ქვეყნის გარეთ პირველი ვიზიტისას,ზელენსკიმ კონგრესმენებს საერთო სესიაზე განუცხადა, რომ იმედოვნებს, რომ ამერიკა გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, ორპარტიულ საფუძველზე.

"თქვენი ფული არ არის ქველმოქმედება", - თქვა ზელენსკიმ, რომელსაც ტრადიციულად ხაკისფერი ტანსაცმელი ეცვა. “ეს არის ინვესტიცია გლობალურ უსაფრთხოებასა და დემოკრატიაში”, - თქვა მან.

ზელენსკის გამოსვლას კონგრესის სავსე პალატაში მრავალი მძაფრი ოვაციით შეხვდნენ. სამ წევრს უკრაინის დიდი დროშა ეჭირა, როცა ის პალატაში შევიდა.

"ჩემთვის დიდი პატივია ვიყო აშშ-ს კონგრესში და გესაუბროთ თქვენ და ყველა ამერიკელს. განწირული და ბნელი სცენარების მიუხედავად, უკრაინა არ დაეცა. უკრაინა ცოცხალია და იბრძვის", - თქვა ზელენსკიმ.

”ჩვენ დავამარცხეთ რუსეთი მსოფლიო გონებისთვის ბრძოლაში”, - აღნიშნა მან.

თეთრ სახლში დემოკრატ პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ, ზელენსკის გამოსვლაუფრო მეტად მორგებული იყო ორივე პარტიის აუდიტორიაზე, მათ შორის, პალატის ზოგიერთი რესპუბლიკელი და დემოკრატის წევრზე, რომლებიც მზარდ სკეპტიციზმს გამოხატავენ, უკრაინაში ათობით მილიარდი დოლარის გაგზავნის გაგრძელების საკითხე.

ზელენსკი შეუერთდა მსოფლიო ლიდერების გრძელ სიას, რომლებმაც მიმართეს სენატისა დაპალატის ერთობლივ სესიას. მათ შორის მეორე მსოფლიო ომის დროს ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა, უინსტონ ჩერჩილმა და რომის პაპმა, ფრანცისკემ. კონგრესს ასევე მიმართა ზელენსკის წინამორბედმა, პეტრო პოროშენკომ, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ.

წარმომადგენლთა პალატის წევრები და სენატორები, ორივე პარტიიდან, არაერთხელ წამოდგნენ ფეხზე ზელენსკის გამოსვლისას.

„უკრაინა იცავს ხაზს და არასოდეს დანებდება“, - თქვა ზელენსკიმ, რომელმაც უკრაინის ბრძოლა რუსულ ძალებთან მეორე მსოფლიო ომის შეადარა.

პრეზიდენტმა არაერთხელ აღნიშნა, რომ უკრაინა არა მხოლოდ მისი, არამედ დასავლეთის, ევროპის და სხვების თავისუფლებისთვის იბრძვის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG