ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავსტრალია უკრაინელი სამხედროების გაწვრთნის საკითხს განიხილავს


ავსტრალია განიხილავს, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თხოვნას, უკრაინელი სამხედროების გაწვრთნასთან დაკავშირებით.

ავსტრალია უკრაინის დახმარების კუთხით, ნატოს ქვეყნების გამოკლებით, წამყვანი კონტრიბუტორია. კანბერამ კიევს რაკეტები და ჯავშანტექნიკა გადასცა, ჰუმანიტარულ დახმარებასთან ერთად. ამასთან, რუსეთის წინააღმდეგ ავსტრალიამ სანქციები მიიღო მათ შორის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგაც.

უკრაინაზე სარაკეტო შეტევების ფონზე, ავსტრალიელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ კონფლიქტი „გრძელვადიანი“ იქნება და კანბერა მუშაობს იმაზე, „თუ როგორ დაეხმაროს უკრაინას გრძელვადიანად“.

თებერვლის შემდეგ ავსტრალიამ 9000 უკრაინელ დევნილზე გასცა ვიზა. კანბერას ნაბიჯების საპასუხოდ რუსეთმა ავსტრალია „არამეგობარ სახელმწიფოთა“ სიაში შეიყვანა.

XS
SM
MD
LG