ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რას ნიშნავს "ოლიგარქი" და როგორ წარმოიშვნენ პოსტსაბჭოთა ოლიგარქები?


ოლოგარქი არ არის ადამიანი, ვინც უბრალოდ მდიდარია. ამ სტატუსისთვის, სიმდიდრესთან ერთად მას პოლიტიკური კავშირები და გავლენები უნდა ჰქონდეს. მაგრამ, როგორ მოიპოვეს რუსმა ოლიგარქებმა გავლენა და ძალაუფლება? კითხვაზე საპასუხოდ, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა გარემოში გახდნენ ისინი ოლიგარქები.

პოსტსაბჭოთა რუსეთის პირმშოები

საბჭოთა კავშირმა კერძო მეწარმეობა პირველად 1980-იან წლებში დაუშვა. იქამდე ყველა ბიზნესი სახელმწიფოს მიერ კონტროლდებოდა. როცა მთავრობამ კერძო ბიზნესის წარმოების ნებართვა გასცა, ასევე განსაზღვრა, ვინ გააკონტროლებდა მათ. მაგალითად, მაშინ ამბიციურმა მოზარდმა, რომან აბრამოვიჩმა, სათამაშოების საწარმოს მართვის ნებართვის მიღება შეძლო.

1991 წელს, როცა საბჭოთა კავშირი დაინგრა, რუსეთის პრეზიდენტ ბორის ელცინს, ქვეყნის საბაზრო ეკონომიკად სწრაფად გარდაქმნა სურდა. ბიზნესის პრივატიზებისთის, მთავრობამ მოქალაქეებზე „პრივატიზაციის ჩეკები“ გასცა, რომლითაც ვაჭრობა, ან მათი გაყიდვა შეიძლებოდა. რიგითი რუსების ჩეკები, მოსახლეობის მდიდარმა ნაწილმა იყიდა და მათ ახალ კერძო კომპანიებში აქციების შესაძენად იყენებდნენ. ახალ ბიზნესლიდერებს, იგივე ოლიგარქებს, საბჭოთა სისტემის წარმომადგენლებს, ასევე მათ, ვინც შავ ბაზარზე მუშაობდა, ამბიციები და კარგი კავშირები ჰქონდათ.

საბჭოთა კავშირის კოლაფსი
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:26:26 0:00

1994 წლისთვის, 15 000 სახელმწიფო ბიზნესი უკვე კერძო საკუთრებაში იყო. ოლიგარქებმა უზარმაზარი სიმდიდრე სწრაფად დააგროვეს.

1995 წელს რუსეთის მთავრობას ფინანსური პრობლემები შეექმნა, ამიტომ უმდიდრეს ოლიგარქებს ხელისუფლებამ მილიარდობით დოლარის სესხი სთხოვა. სანაცვლოდ, მთავრობამ ოლიგარქებს დიდი წილები გადასცა ბიზნესებში, რომელიც პრივატიზებული ჯერ კიდევ არ იყო. ინდუსტრიების დიდი ნაწილი მთავრობამ არასათანადოდ შეაფასა, რაც ოლიგარქებს კიდევ უფრო დიდი სიმდიდრის გამომუშავებაში დაეხმარა. მაგალითად, ნავთობკომპანია „სიბნეფტში“ აბრამოვიჩმა 250 მილიონი დოლარი გადაიხადა. „ბი-ბი-სის“ გამოძიების მიხედვით კი, ათი წლის შემდეგ, მან იგივე კომპანია მთავრობას უკან მიჰყიდა და ამაში 13 მილიარდი დოლარი გადაახდევინა.

ოლიგარქები პოლიტიკური ელიტისთვის და პირიქით

სამთავრობო გარიგების ფარგლებში, ოლიგარქებისგან მოელოდნენ, რომ ისინი პოლიტიკურ ელიტას ძალაუფლების შენარჩუნებაში უნდა დახმარებოდნენ. იმაში დასარწმუნებლად, რომ ელცინს კვლავ აირჩევდნენ, ოლიგარქებმა მედიაზე, ბანკებსა და სხვა ინდუსტრიებზე, საკუთარი კონტროლი გამოიყენეს. როცა ელცინი გადადგომისთვის მზად იყო, ოლიგარქები მას ასევე დაეხმარნენ იმაში, რომ პრეზიდენტს საკუთარ მემკვიდრედ, ვლადიმირ პუტინი შეერჩია.

თანამდებობაზე მოსვლის შემდეგ, პუტინმა ოლიგარქებს შორის ძალთა ბალანსი შეცვალა. მან „სუკში“ მუშაობის გამოცდილებით ისარგებლა და კრიტიკოსების წინააღმდეგ საქმეები აღძრა. მათ შორის იყო მაგალითად მიხაილ ხოდორკოვსკი, უმდიდრესი რუსი, რომელიც მოგვიანებით დააპატიმრეს. მათ კი, ვინც აბრამოვიჩის მსგავსად, პუტინის ერთგულება შეინარჩუნა, - შეინარჩუნა საკუთარი სიმდიდრეც.

სანქცირებული რუსი ოლიგარქები

როცა დასავლეთმა უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ, რუსეთს სანქციები დაუწესა, მათი ცხადი სამიზნე, სწორედ ოლიგარქები იყვნენ. დასავლურმა მთავრობებმა, საზღვარგარეთ მათ ქონება ჩამოართვა. აბრამოვიჩმა „ჩელსის“ საფეხბურთო კლუბი, ბრიტანეთის მიერ საქნციების დაწესებამდე გასაყიდად გაიტანა. სავარაუდოდ, ის იქიდან შემოსავალს ვერ მიიღებს. ჯერჯერობით უცნობია, საბოლოო ჯამში რა გავლენას მოახდენს რუს ოლიგარქებზე პუტინის პოლიტიკის გამო დაწესებული სანქციები.

XS
SM
MD
LG