ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსი ჯარისკაცები სევეროდონეცკის ცენტრში გამაგრებას ცდილობენ


უკრაინის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ რუსულმა ძალებმა სევეროდონეცკში ბოლო ხიდიც გაანადგურა, რაც სამოქალაქო პირების ევაკუაციას კიდევ უფრო ართულებს. ბოლო კვირების განმავლობაში ყველაზე მწვავე ბრძოლა სწორედ ამ ქალაქში და მის მისადგომებთან გრძელდება.

უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები ამბობენ, რომ რუსი სამხედროები ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ცდილობენ გამაგრებას. სევეროდონეცკის მერი ოლექსანდრ სტრიუკი კი ამბობს, რომ რუსეთის მცდელობის მიუხედავად შტურმით აეღო ქალაქი, უკრაინული ძალები პოზიციებს ბოლომდე მაინც არ თმობენ.

უკრაინული მხარის ცნობითვე რუსული ძალები ქალაქის ცენტრისკენ დაწინაურდნენ და იმ ქიმიური სადგურის დაბომბვას აგრძელებენ, სადაც ასობით ჯარისკაცი და სამოქალაქო პირი აფარებს თავს.

რეგიონული გუბერნატორი სერჰიი ჰაიდაი ორშაბათს ამბობდა, რომ რუსები სევეროდონეცკის 70 %-ს აკონტროლებენ და ქალაქის აზოტის ქარხანა მძიმე დაბომბვების სამიზნეა. ჰაიდაის თქმით, ქიმიური ქარხნის ტერიტორიაზე 500-მდე მოქალაქეა დარჩენილი, რომელთა უსაფრთხოდ გამოყვანასაც უკრაინელი სამხედროები კვლავ ცდილობენ.

XS
SM
MD
LG