ჟურნალისტები სამხრეთ აღმოსავლეთ ავღანეთის ყანდაარიდან ამბობენ, რომ მათი მუშაობა „შეუძლებელი“ ხდება, რადგან თალიბანი აწესებს და ამკაცრებს შეზღუდვებს ჟურნალისტებისათვის.
„ჩვენ ვიღებთ მუქარას ფეისბუქზე დაკარგული ველოსიპედის პოსტის გამოქვეყნების გამოც კი,“- ამბობს რედაქტორი ადგილობრივი მედიიდან, რომელმაც „ამერიკის ხმასთან“ ანონიმურად ისაუბრა თალიბანისგან მომდინარე საფრთხის გამო.
„მათი სურვილია, რომ ჩვენ მხოლოდ ის გამოვაქვეყნო, რაც მათ სურთ,“- ამბობს რედაქტორი. „თვითცენზურა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა“ ამატებს ის და აცხადებს, რომ თემებზე, რომელზეც ადრე მუშაობდნენ, ახლა მუშაობა წარმოუდგენელია. მათ შორისა ადამიანის უფლებები და რელიგიის საკითხები.
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს მიღმა“ ახალ ანგარიში ამბობს, რომ თალიბანის მმართველობის დაბრუნებამ ავღანეთში სხვადასხვა მიმართულებით იქონია უარყოფითი გავლენა. მათ შორის, პრესის თავისუფლებაზე, ქალთა უფლებების მხრივ არსებულ მდომარეობაზე და ზოგადად, ადამიანის უფლებებზე.
სწორედ ამიტომ, წელს ორგანიზაციის ანგარიშში ავღანეთის ქულა მნიშვნელოვნად გაუარესდა.
მონაცემები აჩვენებს, რომ მას შემდე, რაც თალიბანმა ავღანეთში ძალა მოიკრიბა, ქვეყანაში არსებული მედია საშუალებების 40 პროცენტი დაიხურა, 6400-მდე ჟურნალისტმა სამსახური დაკარგა, ბევრმა კი ქვეყანა დატოვა და დევნილობაში იმყოფება.
Facebook Forum