ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენმა ამერიკაში რუსული ნავთობის იმპორტი აკრძალა


შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი
შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები რუსული ნავთობის და ნავთობპროდუქტების შესყიდვას წყვეტს. ამ გადაწყვეტილების შესახებ ბაიდენმა საზოგადოებას 8 მარტს თეთრი სახლიდან ამცნო.

პრეზიდენტმა ამერიკელებს უთხრა, რომ ეს ნაბიჯი საწვავზე ფასის ზრდას გამოიწვევს, თუმცა მან პირობა დადო, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ბიზნესებსა და ოჯახებს ამის შედეგად მიღებული ფინანსური ტვირთი შეუმსუბუქოს.

ბაიდენმა ასევე თქვა, რომ შეერთებული შტატები ევროპელ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით შეეცდება იმ ქვეყნებს, რომლებიც ახლა უკრაინელ ლტოლვილებს იღებენ, ტვირთი შეუმსუბუქოს და ლტოლვილებზე ზრუნვა გაიზიაროს.

პრეზიდენტის ინფორმაციით, კონგრესში განიხილავენ უკრაინისთვს დამატებით 12 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების მიწოდების ინიციატივას, რომელსაც ორპარტიული მხარდაჭერა აქვს. მისივე თქმით, დემოკრატიის და თავისუფლების დაცვა ძვირი ჯდება და გამოაცხადა, მოდით დავიცვათ დემოკრატია, თავისუფლება და სიცოცხლე.

XS
SM
MD
LG