ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენი: "მკაფიოა შესაძლებლობა", რომ რუსეთი უკრაინაში შეიჭრას


თეთრი სახლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გააფრთხილა უკრაინელი კოლეგა, რომ სავარუდოდ, რუსეთი უკრაინაში მომავალ თვეში შეიჭრება

"პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, რომ მკაფიოა იმის შესაძლებლობა, რომ რუსებმა უკრაინაში შეჭრა თებერვლაში დაიწყონ",- თქვა ემილი ჰორნმა, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა. "მან ეს საჯაროდ განაცხადა და ამის შესახებ უკვე თვეებია საუბრობს", დაამატა მან.

ხუთშაბათს რუსეთმა განაცხადა, რომ "ოპტიმიზმისთვის მცირე ადგილი" იყო დარჩენილი და დაძაბულობა კიდევ უფრო გამწვავდა მას შემდეგ, რაც ამერიკამ უარი განაცხადა, რომ უკრაინას სამუდამოდ ეთქვას უარი ნატოში შესვლაზე.

უკრაინა რეზერვისტების გადამზადებას აქტიურად იწყებს
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:01:20 0:00

შეეთებულმა შტატებმა და ევროპამ რუსეთს მისი მთავარი მოთხოვნების შესრულებაზე უარი უთხრეს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა თქვა, რომ ამერიკის პასუხი მათ მოთხოვნაზე "არ არის პოზიტიური", მაგრამ ამავდროულად ზოგიერთი ელემენტი შესაძლოა გახდეს "მეორეხარისხოვან თემებზე საუბრის წამოწყების საგანი".

კრემლის მთავარმა დიპლომატმა თქვა, რომ ოფიციალური პირები თავიანთ შეთავაზებებს ამერიკისა და ევროპის პასუხთან დაკავშირებით, პირადად ვლადიმირ პუტინთან გაივლიან. პუტინის სპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით კი, რუსეთის რეაქცია ამერიკის და ევროპის პასუხზე მალე გახდება ცნობილი. მან ასევე განაცხადა, რომ "ყოველთვის არის დიალოგის გაგრძელების პერსპექტივა და ეს ჩვენი და ამერიკელების ინტერესებშია".

უკრაინა ომის ზღვარზე - რას ფიქრობენ ამერიკელები?
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:01:58 0:00

ხუთშაბათს, ბაიდენსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო ზარი შედგა რა დროსაც, ბაიდენმა უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა და უთხრა უკრაინელ კოლეგას, რომ კიევს შეუძლია ქონდეს ამერიკისა და მისი მოკავშირეების დახმარების იმედი. ზარის შემდეგ, ზელენსკიმ ტვიტერზე დაწერა, რომ ბაიდენი უკრაინას დამატებით ფინანსურ დახმარებასაც დაპირდა.

XS
SM
MD
LG