ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბლინკენმა უკრაინისთვის ამერიკის დახმარების ჩატანის განკარგულება გასცა


შაბათს აშშ სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ბალტიის სამ ქვეყანას - ესტონეთს, ლიეტუვასა და ლატვიას უკრაინაში ამერიკის დახმარების ჩატანა დაავალა. დახმარება გულისხმობს ანტი-სატანკო და ჰაერსაწინაღო რაკეტების მიწოდებას.

ეს ზომა კი მოსდევს უკრაინაში დაძაბულობის ესკალაციას რუსეთთან. ბლინკენმა დასძინა, რომ მან დააჩქარა და დაამტკიცა ნატოს სამი წევრის მიერ ამ თავდაცვითი დახმარების აღმოჩენა უკრაინისთვის, რათა ის უკეთ მოემზადოს დააღიჭურვოს რუსეთის შესაძლო პროვოკაციისგან თავის დასაცავად.

მან ასევე მადლობა გადაუხადა ბალტიის სამ ქვეყანას უკრაინის მხაარდაჭერისთვის.ბლინკენმა სამხრდრო დახმარება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან მოლაპარაკებების დროს პროგრესის არქონის შემდეგ ერთ დღეში დაამტკიცა.

XS
SM
MD
LG