ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონმა ბოსნიელ სერბთა ლიდერს სანქციები დაუწესა


მილორად დოდიკი პრესკონფერენციაზე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ. 2020 წლის დეკემბერი.
მილორად დოდიკი პრესკონფერენციაზე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ. 2020 წლის დეკემბერი.

დღეს ცნობილი გახდა, რომ შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტმა სანქცირებულთა სიაში შეიყვანა ბოსნიელი სერბების ლიდერი, სამ-წევრიანი საპრეზიდენტო უწყების სერბი წარმომადგენელი მილორად დოდიკი და მასთან ასოცირებული მედია-საშუალება. ამის მიზეზი კორუფციული და დესტაბილიზაციის გამომწვევი აქტივობებია, რაც ბოსნია-ჰერცეგოვინის ერთიანობას, მის "სტაბილურობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას უქმნის საფრთხეს" - აცხადებს ხაზინის დეპარტამენტი.

გადაწყვეტილების თანახმად, შეერთებულ შტატებში გაყინულია როგორც დოდიკის ანგარიშები, ისე მასთან ასოცირებული მაუწყებლის "ალტერნატიული ტელევიზია" (Alternativna Televizija). დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ დოდიკმა "ძირი გამოუთხარა ბოსნია-ჰერცეგოვინის სახელმწიფო ინსტიტუტებს, მოუწოდა რა მათთვის კომპეტენციების ჩამორთმევისკენ და დაიწყო რა პარალელური ინსტიტუტების ჩამოყალიბება". ოთხშაბათს გამოქვეყნებული განცხადება ასევე ამბობს, რომ "დოდიკმა გამოიყენა მისი ოფიციალური თანამდებობა ბოსნია-ჰერცეგოვინაში, რათა გაეზარდა პირადი სიმდიდრე უკანონო შემოსავლებით, ქრთამით და კორუფციის სხვა ფორმებით".

ბოსნიაში ომის შემდეგ, რომელმაც 100 000-მდე ადამიანი შეიწირა, მწვავე პოლიტიკური დაპირისპირება გრძელდება. ომი 1995 წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, დეიტონის სამშვიდობო შეთანხმების საფუძველზე შეაჩერა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG