თურქეთში შექმნილ კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა “თურქოვაკს”, თურქეთის მთავრობამ საგანგებო გამოყენების ავტორიზაცია მიანიჭა.
თურქეთმა “თურქოვაკის” შემუშავება მიმდინარე წელს დაიწყო. პრეზიდენტი ერდოღანი აცხადებს, რომ ვაქცინა მალე გლობალურად იქნება ხელმოსაწვდომი.
თურქეთში უკვე გაკეთებულია, “სინოვაკისა” და “ფაიზერის” 125 მილიონ დოზაზე მეტი ვაქცინა.
თურქეთში ინფიცირების ყოველდღიური საშუალო მაჩვენებელი, დაახლოებით 20 000-ია. გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობა დღეში 200-მდე რჩება.
Facebook Forum