ამერიკა და მისი მოკავშირეები უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო მობილიზებას განიხილავენ. შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ტელეფონით პოლონეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრს, მარიუშ ბლაშჩაკს ესაუბრა და მხარეებმა განიხილეს ის, რასაც პენტაგონი გამუდმებით უწოდებს "მოსკოვის უჩვეულო სამხედრო აქტივობას".
მოკავშირეებმა განიხილეს პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე არსებული დაძაბულობაც. ბლაშჩაკი ბელარუსის მმართველ რეჟიმს დაძაბულობის გასაზრდელად ათასობით მიგრანტის გამოყენებაში ადანაშაულებს. მათ ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე "შეკავების გაძლიერებაც" განიხილეს.
უკრაინული დაზვერვის სამსახურები აცხადებენ, რომ რუსეთს ქვეყნის საზღვრებთან და ყირიმის ნახევარკუნძულზე 90 000-ზე მეტი სამხედრო ჰყავს მობილიზებული. დასავლელი პარტნიორები უკრაინას მხარდაჭერას უცხადებენ და მოსკოვს მოუწოდებენ უკან დაიხიოს.
Facebook Forum