რუსეთისთვის გერმანიიდან ჯაშუშობისთვის, ევროპაში ერთი ადამიანი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული გერმანული უსაფრთხოების კომპანიის თანამშრომელი იყო და ბუნდესტაგისთვის გარკვეულ სამუშაოს ასრულებდა. მას ბრალად ედება გერმანიის პარლამენტიდან იმფორმაციის გატანა და რუსეთის საიდუმლო სამსახურისთვის გადაცემა.
გერმანიის ოფიციალური პირები 56 წლის დაკავებულის სრულ სახელს არ ამხელენ, თუმცა მას მოიხსნებენ, როგორ "იენს ფ". მისი პირველი სასამართლო სხდომა ბერლინში, 1 სექტემბერს გაიმართა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულმა 2017 წელს, რუსეთის საელჩოში სამხედრო ატაშეს გადასცა კომპიუტერის დისკი, რომელზეც 300-ზე მეტი ფაილი იყო დატანილი.
სასამართლოზე განმარტეს, რომ დაკავებულს საპროცესო შეთანხმება შესთავაზეს, თუმცა მან ადვოკატების რჩევის საფუძველზე, ამ შეთავაზებაზე უარი თქვა. როგორც დაკავებულის ადვოკატები ამბობენ, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ მათმა კლიენტმა რუსეთს ინფორმაცია გადასცა.
ამ საქმემ კიდევ უფრო დაამძიმა გერმანია-რუსეთის ურთიერთობები. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთისთვის ჯაშუშობის ბრალდებით გერმანია თავის მოქალაქეებს აკავებს. გარდა ამისა, რუსეთი გერმანიაზე კიბერ შეტევაშიცაა ბრალდებული. 2015 წელს, ბუნდესტაგის კომპიუტერები მთლიანად გაითიშა. მოსკოვი ამ თავდასმხასთან რაიმე კავშირს უარყოფს.
Facebook Forum