რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, აცხადებს, რომ ის ეწინააღმდეგება ავღანეთიდან ევაკუირებული ლტოლვილების რუსეთის მეზობელ ქვეყნებში ჩაყვანას. პუტინის თქმით, მას არ სურს "ლტოლვილებს საფარს ამოფარებული მებრძოლები" რუსეთის საზღვრებთან ახლოს მივიდნენ. ეს ინფორმაცია რამდენიმე რუსულმა სააგენტომ გაავრცელა.
პუტინი ამბობს, რომ არ ეთანხმება ამ ადამიანების ცენტრალური აზიის ქვეყნებში ჩაყვანას, სანამ ისინი ამერიკის ან ევროპის ქვეყნების ვიზებს არ მიიღებენ.
"ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ადამიანებს ვიზების გარეშე შეუძლიათ ჩვენს მეზობლებთან ჩასვლა მაშინ, როცა თვითონ [დასავლეთს] არ სურს ისინი საკუთარ ქვეყნებში უვიზოდ შეუშვან?" ეს სააგენტო "ტასს"-ის ინფორმაციით, პუტინმა საკუთარი პარტიის წევრებს უთხრა.
შეერთებული შტატები რამდენიმე ქვეყანასთან მოლაპარაკებას აწარმოებს იმისთვის, რომ ავღანეთიდან გამოყვანილი ის ავღანელები, რომლებიც ამერიკელებთან და ნატოს სხვა მოკავშირეებთან თანამშრომლობდნენ, დროებით მათ ტერიტორიებზე მიიღონ.
ცენტრალური აზიის ქვეყნებთან უკვე წლებია რუსეთს უვიზო რეჟიმი აქვს.
იმ ფონზე, როცა დასავლეთის ქვეყნებს ავღანეთიდან საკუთარი მოქალაქეები გამოჰყავთ, კრემლმა თალიბანი წესრიგის სწრაფად დაწესებისთვის შეაქო.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თქვა, რომ თალიბანის ლიდერები ამ დრომდე დადებულ პირობებს ასრულებენ.
Facebook Forum