ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქაბულში თალიბანის შესვლის შემდეგ, ავღანეთის პრეზიდენტმა ქვეყანა დატოვა


ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი ქვეყნის დატოვებამდე ერთი დღით ადრე მაზარ ი შარიფს ეწვია, რომელიც მალევე თალიბანმა დაიკავა
ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი ქვეყნის დატოვებამდე ერთი დღით ადრე მაზარ ი შარიფს ეწვია, რომელიც მალევე თალიბანმა დაიკავა

ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა. ინფორმაციას ავღანეთის ეროვნული შერიგების საბჭოს თავმჯდომარე აბდულა აბდულა საკუთარ "ფეისბუქ" გვერდზე ადასტურებს.

ამ ფონზე, თალიბანი დღეს უკვე ქაბულში შევიდა, თუმცა ქალაქზე მეამბოხეებს კონტროლი ჯერ არ დაუწესებიათ. თალიბანის ბოლო დროინდელი თავდასხმების გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ ქაბულიც მალე სრულად თალიბანის კონტროლის ქვეშ მოექცეს.

მეამბოხეებმა პირობა დადეს, რომ ქალაქს ძალის გამოყენებით არ აიღებენ. როგორც იტყობინებიან, მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის თაობაზე.

როგორც ავღანეთის ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენელმა ანონიმურობის დაცვის პირობით მედიას უთხრა, ღანი მეზობელ ტაჯიკეთში გაფრინდა.

ავღანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა აბდულ სატარ მირზაკვალმა, 15 აგვისტოს გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში თქვა, რომ მოხდება დროებითი მთავრობისთვის ხელისუფლების „მშვიდობიანი“ გადაცემა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG