ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა ჰაიტიში საელჩოს დასაცავად საზღვაო ქვეითებს გზავნის


ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის გადაწყვეტილებით ჰაიტიში, ამერიკის საელჩოს დასაცავად ამერიკის საზღვაო ქვეითები ჩავლენ. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თქვა, რომ საზღვაო ქვეითების მთავარი მისია საელჩოს შენობისა და თანამშრომლების დაცვა იქნება. განცხადება ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ გააკეთა. ამერიკის 46-ე პრეზიდენტი აცხადებს, რომ ამ დროისთვის სხვა გადაწყვეტილება არ არის მიღებული.

„ჩვენ მხოლოდ ჩვენს საელჩოს დასაცავად ვგზავნით ამერიკელ საზღვაო ქვეითებს. ჰაიტიში ამერიკული ძალების გაგზავნის იდეა დღის წესრიგში არ დგას,- ამბობს პრეზიდენტი ბაიდენი.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ჰაიტიში პრეზიდენტის რეზიდენციაზე მოხდა თავდასხმა, რომლის დროსაც თავდამსხმელებმა პრეზიდენტი მოკლეს, პირველი ლედი კი მძიმედ დაშავდა. ჰაიტის მთავრობამ უკვე მიმართა ამერიკის შეერთებულ შტატებს და გაერთიანებული ერების ორგანიზაციას დახმარებისთვის. ჰაიტის მთავრობა ამბობს, რომ მათ სჭირდებათ დახმარება, რათა დაცული იყოს ქვეყნის ძირითადი ინფრასტრუქტურა.

ქვეყნის საარჩევნო კომისიის მინისტრი ამბობს, რომ ამერიკული ჯარის ჩასვლა ქვეყანაში მნიშვნელოვანია. მას მიაჩნია, რომ ჰაიტიში ახლა „მყიფე ვითარებაა“ და არჩევნების უსფრთხოდ ჩატარება წარმოუდგენელია. არჩევნები ჰაიტიში 120 დღეშია დაგეგმილი.

ქვეყნის მთავრობას ახლა კლოდ ჯოზეფი ხელმძღვანელობს. ის არჩევნებამდე პრემიერ-მინისტრის მოვალეობას ასრულებს. მას მიაჩნია, რომ გაეროსა და ამერიკის დახმარება აუცილებელია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG