ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ და რუსეთი კლიმატის საკითხებში თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ


აშშ-ის წარმომადგენელი კლიმატურ საკითხებში და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სატელეფონო საუბრისას შეთანხმდნენ, რომ ამერიკამ და რუსეთმა კლიმატის საკიტხებზე ერთად უნდა იმუშაოს. ამირ შესახებ, სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი.

კერიმ და პუტინნმა, „ხაზი გაუსვეს მთელ რიგ კლიმატურ საკითხებზე, ამერიკისა და რუსეთის ერთობლივი მუშაობის მნიშვნელობას“ - ნათქვამია განცხადებაში. იმავე განცხადებაში საუბარია მიმდინარე წლის ნოემბერში, გლაზგოში დაგეგმილი გაეროს კლიმატური ცვლილებების კონფერენციის წარმატების მნიშვნელობაზე.

კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადების მიხედვით, ვლადიმირ პუტინმა კერის განუცხადა, რომ კლიმატური პრობლემები „ერერთი სფეროა, სადაც რუსეთსა და აშშ-ს საერთო ინტერესები და მსგავსი მიდგომები აქვს.“

მიმდინარე კვირაში, ჯონ კერი მოსკოვს სტუმრობს. აშშ-ის წარმომადგენელი ამბობს, რომ ხანგრძლივ პერსპექტივაშში, ნულოვანი ემისიის საკითხში, ამერიკსა და რუსეთს მნიშვნელოვანი როლი ეკისრება.

ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ მოსკოვი „დიდ მნიშვნელობას ანიჭებს“ პარიზის კლიმატის შეთანხმებას და „მხარს უჭერს კლიმატის ცვლილებებთან დაკავშიორებით დიალოგის დეპოლიტიზებას.“

კლიმატური ცვლილებები ერთ-ერთია იმ სფეროებს შორის, რომლის შესახებაც აშშ და ევროკავშირი აცხადებს, რომ მზად არიან რუსეთთან ითანამშრომლონ. რიგმა საკითხებმა, როგორიცაა რუსეთის ქმედებები უკრაინაში, კიბერთავდასხმები, ადამიანის უფლებების მხრივ რუსეთში არსებული ვითარება და ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსი ნავალნის მოწამვლა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაძაბა.

მოსკოვი კერის ვიზიტს მიესალმება და ურთიერთობების გაუმჯობესების კუთხით, პოზიტიურ ნაბიჯად აფასებს.

XS
SM
MD
LG